LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსკოვი განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას” – ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები

55
210414-nato-30flags

ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ასევე, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ მოახდინოს დაძაბულობის დეესკალაცია უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში – ამის შესახებ ნატო-ს განცხადებაშია აღნიშნული.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღნიშნავს, რომ რუსეთი განაგრძობს დეტსაბილიზაციური ქცევის დემონსტრირებას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

განცხადებაში მითითებულია კონკრეტული მაგალითები, მათ შორის საუბარია რუსეთის მხირდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე და ასევე სხვა დეზინფორმაციულ კამპანიებზე.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი უკვე მოწერა.

ამასთან, ნატო-ს წევრები გმობენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებას. გარდა ამისა, როგორც აღნიშნავენ, შემაშფოთებელია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი ახალისებდა თავდასხმებს ავღანეთში აშშ-ისა და ნატო-ს ძალების წინააღმდეგ.

ალიანსი ასევე აღნიშნავს, რომ ნატო ღია რჩება რუსეთთან დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, როდესაც რუსეთის ქმედებები ამის შესაძლებლობას მისცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები