LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი მარინა კახიანი იუბილარია

517
მარინა კახიანი

დღეს, 19 სექტემბერს, რუსთაველის თეატრის მსახიობის, მარინა კახიანის დაბადების დღეა.

ყველასათვის საყვარელი მსახიობის პროფესიული განათლება ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტს უკავშირდება. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები 1974-76 წლებში მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა. 1980 წლიდან დღემდე კი, იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია.

აღსანიშნავია მისი რეპერტუარი: ევა ბრაუნი („ას ერგასის დღე“), კორდელია („მეფე ლირი“), რებეკა იდელსონი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ლიდა („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), ლავინია („ტიტუს ანდრონიკუსი“), ნათელა აბაშვილი („კავკასიური ცარცის წრე“), ბერნარდა ალბა („ბერნარდა ალბას სახლი“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), სუტკნეინა („კაცია ადამიანი?!“), ვიოლა, ოლივია („როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ალექსანდრა („მოხუცი ჯამბაზები“), მედეა („მედეა“) და სხვა.

გარდა ამისა, მარინა კახიანის სამსახიობო კარიერა არაერთ წარმატებას მოიცავს, მათ შორისაა ის როლები, რომლებიც მან თავისუფალ თეატრში, თეატრალურ სარდაფში, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შექმნა. ასევე, ხაზგასასმელია, რომ იგი გადაღებულია არაერთ გამორჩეულ სერიალსა და მხატვრულ ფილმში.
მარინა კახიანს წარმატებული პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი თეატრალური ჯილდო, პრიზი და პრემია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები