LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობელი 1 და მშობელი 2 დედ-მამის ნაცვლად – საფრანგეთში ახალ კანონს მხარი დაუჭირეს

465
file-20180426-175058-61spd7

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვლას მხარი დაუჭირა.

ცვლილება განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილია, რომელთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის დამტკიცებით, ერთნაირსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაციას ბოლო მოეღება.

კანონის დამტკიცების შეთხვევაში, საფრანგეთის სასკოლო დოკუმენტებში ჩანაწერს „დედა“ და „მამა“, ჩაანაცვლებს „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.

კანონპროექტის ავტორი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის, „საფრანგეთი, წინ“ წევრი, დეპუტატი, ვალერი პეტია. ის ამტკიცებს, რომ გაითვალისწინა საფრანგეთში მიღებული კანონები, რომლის მიხედვითაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ.

კანონპროექტის კრიტიკოსები ინიციატივას „დეჰუმანიზაციად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ ვინ იქნება მშობელი 1 და მშობელი 2.

კრიტიკოსები კი “კონსერვატორების” გარდა, სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლებიც არიან. ალექსანდრ უვიში, რომელიც ერთნაირსქესიან მშობელთა ასოციაციის პრეზიდენტია, აცხადებს, რომ ეს ტერმინები მშობელთა სტატუსში იერარქიას შემოიტანს.

“ბევრად უფრო ნაკლებად საკამათოა ტერმინი დედ-მამა და კანონიერი წარმომადგენელი,” – აცხადებს ის.

კანონპროექტი შესაძლოა, სენატმა დაბლოკოს, რის შემდეგაც, საბოლოო განხილვისთვის ისევ ეროვნულ ასამბლეაში დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები