LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მეტი კიბერშეტევა აშშ-დან ხორციელდება: ვლადიმერ პუტინი

71
1616069579-პუტინი-1024x628

„მსოფლიოში ყველაზე მეტი კიბერშეტევა აშშ-დან ხორციელდება“, – ამის შესახებ განცხადება ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. მისი განცხადებით, „რუსეთი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა კიბერსივრციდან ყველაზე მეტი სხვადასხვა სახის კიბერშეტევა ხორციელდება“.

ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან: ვლადიმერ პუტინი

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რაც ამერიკული წყაროებიდან გამომდინარეობს, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი კიბერშეტევა ამერიკული კიბერსივრციდან ხორციელდება, მეორე ადგილზეა – კანადა. შემდეგ – ლათინური ამერიკის ორი ქვეყანა. შემდეგ დიდი ბრიტანეთი. რუსეთი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა კიბერსივრციდან ყველაზე მეტი სხვადასხვა სახის კიბერშეტევა ხორციელდება“, – აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები