LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს, გამყრელიძეს სუს-ის ხელით ალაპარაკებს: ბასილ კობახიძე

264
BeFunky-collage (1)

ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, მთავრობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს.

“მთავრობა სახელმწიფო დანაშაულს სჩადის პანდემიის დროს. რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს. სუსის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს მუშევანის ინციდენტი პოლიტიკური პროცესია და ამის უკან ადგილობრივი მოლა და მუფტი დგანანო. ქვემო ქართლის გუბერნატორი უარესი ბრიყვი რეხვიაშვილი კვერს უკრავს ეგრეაო. ჩასვრილი მთავრობა ეკლესიას ვერაფერს უბედავს, რომელიც საჯაროდ ავირუსებს ადამიანებს და ყველაზე შეგნებულ ხალხს, მუსლიმებს ურტყავს, რომლებმაც კარანტინზე დაკეტეს მეჩეთები. მთავრობას ასე უნდა არჩევნების მოგება და მართლმადიდებლურ-ეთნიკური ტოტალიტარიზმის დამყარება”- წერს კობახიძე.

“ნასვამი ახალგაზრდები გვეჩხუბებოდნენ…ამბობდნენ, რომ ვირუსის არსებობის არ სჯერათ”- განცხადებები მუშევანის ინციდენტზე

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო. დაპირისპირება სოფელ მუშევანში მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.უწყებაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია ორი სატრანსპორტო საშუალება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და ცენტრის თანამშრომლები დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში ქვემო ქართლის გუბერნატორს შოთა რეხვიაშვილს შეხვდნენ. საუბარი ბოლნისის სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, როცა ადგილობრივებმა ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა გადაყვანის საშუალება არ მისცეს.

გამყრელიძე მარნეულის ადგილობრივ ხელისუფლებას: გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის