LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონად ახალი შენობა შეუძინა

457
infeqciuri-1

წლებია, ინფექციურ საავადმყოფოს უმძიმეს პირობებში უწევს ფუნქციონირება. საავადმყოფოსთვის ახალი შენობის მონახვა რატომღაც პრობლემა გახდა.
აღნიშნული პრობლემა, ბევრი დავის შემდეგ, მოგვარებულია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 40 მილიონ ლარად ახალი შენობა შეიძინა.

„ტაილანდის წყალდიდობასთან მიახლოებულ გარემოში გვიწევს მუშაობა“ – ინფექციური საავადმყოფოს შენობაში წყალი ჩამოდის (ფოტოები) 

 

“ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან და იმასთან დაკავშირებით თუ როგორ პირობებში მუშაობს ეს საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროს უკვე წლებია არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული. სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და შევიძინეთ ახალი შენობა, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა. მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში ახალ შენობაში დაიწყო რემონტი, რათა პერსონალს მიეცეს იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკისთვის არის აუცილებელი”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

ინფექციურ საავადმყოფოს შენობის გამო ცოტა ხნის წინ საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოსაც დაუპირისპირდა.

პოლიტიკური ბრძოლა კორონასა და ჰეპატიტს შორის: რა მოყვება ცერცვაძე-სერგეენკოს კრიტიკას

„თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით მწვავე და კატეგორიულია” – ცერცვაძე სერგეენკოსთან ურთიერთობაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები