LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას წინდახედულობა რომ არ გამოეჩინა, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ამ ქვეყანაში აღარაფერი იქნებოდა – პრემიერი

141
ipiccy_image

მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მოგვესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა.

„თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებდით? ან რას ნიშნავდა ეს, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი მილიონი თანამოქალაქე რუსეთში ცხოვრობს, ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა მოხდება იმ 4 მილიონ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. როცა ჩვენი შიდა უპასუხისმგებლო ოპონენტები რეზოლუციების გამო გვაკრიტიკებდნენ, ეს იყო რძესთან, ყველთან დაკავშირებით და ამაზე ათასი ცინიკური განცხადებები გაკეთდა, ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე მილიარდ დოლარს უხდის. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 90 მილიარდი დოლარი შევიდა ამ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს ევროპასთან დღემდე აქვს და ჩვენთვის რა ხდება, ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, ტერიტორიები დავკარგოთ?,“ – დასძინა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g