LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნამგალი ავიღე და ყანაში სამუშაოდ წავედი…უცებ შემხვდა ჩემი მეუღლე, იმ წამიდან მივხვდი, რომ ჩემი უნდა ყოფილიყო” – მამა შალვა კეკელია

268
BeFunky-collage - 2022-11-02T003436.813

მამა შალვა კეკელია “ღამის პრაიმტაიმის” ეთერში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს.

როგორც მამა შალვა აღნიშნავს, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო და პირველივე წამიდან მოიხიბლა.

“სამეგრელოში დავიბადე და გავიზარდე, სოფელ ბანძაში. ერთ-ერთ დღეს ყანაში სამუშაოდ წავედი. ნამგალი ავიღე, თავზე ნაჭერი მქონდა მოხვეული. უცებ შემხვდა ჩემი მეუღლე, ნათლულთან იყო ჩამოსული. როგორც კი დავინახე, იმ წამიდან მივხვდი, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ჩემი უნდა გამხდარიყო. მას თავიდანვე იგივე განცდა არ ჰქონია. პირდაპირ ვუთხარი ცოლად უნდა მოგიყვანო მეთქი. მუდმივად ვუმეორებდი, რომ ძალიან მიყვარდა. საპატრიარქოში სეფისკვერებს ვაცხობდი, მირეკავდნენ და არ წავედი. ცოლად რომ მომყავდა წასასვლელიც არ მქონდა. ჯვრისწერის დღეს ჩემი მეგობრის დედა შემხვდა სამებაში და მან მაჩუქა ფული”, – საუბრობს მამა შალვა კეკელია.

ამავე თემაზე:

“მე-4 შვილი გარდამეცვალა და მეუღლის სიცოცხლეც საფრთხის წინაშე იყო…” – მამა შალვა კეკელია ოჯახზე

მამა შალვა კეკელია: „ყველაზე მთავარი ადამიანებმა რა დავკარგეთ იცით? ჩვენ ვერ აღვიქვამთ ადამიანებს ღმერთის შვილებად“

მამა შალვა კეკელიამ ქორწინების იუბილე აღნიშნა: „17 წელი ერთად…“

მამა შალვა კეკელიას ინიციატივა – უფასო მაღაზია მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები