LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძის 25 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

363
nanibregvadze

კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი, რომელიც 25 სექტემბერს ბათუმში უნდა გამართულიყო, კიდევ ერთხელ გადაიდო. მიზეზი – შემქნილი ეპიდსიტუაციაა. დავით ოქიტაშვილი მსმენელს ჰპირდება, რომ კონცერტი ეპიდემიოლოგიური გარემოს გამოსწორებისთანავე დაიგეგმება.

დავით ოქიტაშვილი:

„ძვირფასო მეგობრებო!..

უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისა და ინტერესისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ ქალბატონი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო 85 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისადმი.

ბათუმში საიუბილეო კონცერტი დაგეგმილი იყო 2021 წლის 25 სექტემბერს. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ და სორგანიზაციო-შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, საიუბილეო კონცერტი ბათუმში აღარ ჩატარდეს.

როგორც კი გამოსწორდება ეპიდსიტუაცია საქართველოში და ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება, მხოლოდ მაშინ გვეცოდინება საიუბილეო დასკვნითი კონცერტის კონკრეტული თარიღი, რომელიც დაგეგმილია თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 2021 წლის ბოლომდე.

ქალბატონო ნანი ბრეგვაძისა და საორგანიზაციო ჯგუფის თითოეული წევრისთვის ყველაზე მნიშვენლოვანია ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დანარჩენი ყველაფერი მოიცდის გვიყვარხართ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები