LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: “მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე”

910
106927334-579119059662096-2233775124147069231-n

ცნობილ ტელეწამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ მან საკუთარ “ფეისბუქზე” ცოტა ხნის წინ დაწერა.

“ყველას გონია რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოგი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი.
პანაშვიდი, სამშაბათი, ოთხშაბათი
მისამართი, ნინო რამიშვილის 35ბ. მარჯვენა სადარბაზო, 12 სართ.
დაკრძალვა, ხუთშაბათს 14:00
საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების (გაზდელიანის) ეკლესიიდან”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

რამდენიმე კვირის წინ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ დედას 5 თვის წინ მოულოდნელად სიმსივნე აღმოაჩნდა, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით დამძიმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები