LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „გია დვალი ქვეყნის ერთ-ერთი სიამაყეა და როცა ასეთი რესპონდენტი გყავს, „პოლიტიკურ-პარტიული” თემის „მოგება” არ უნდა გქონდეს მთავარ მიზნად“

20707
magda

ნათია ფანჯიკიძე „იმედი ლაივის“ გუშინდელ ეთერს ეხმიანება, სადაც სტუმრად მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი ფიზიკოსი, გია დვალი ჰყავდათ. გადაცემა რეზონანსული გამოდგა ჟურნალისტების კითხვებისა და რესპონდენტების პასუხების გამო.

ნათია ფანჯიკიძე წერს:

„გია დვალს ვუსმინე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი სიამაყეა და როცა ასეთი რესპონდენტი გყავს, „პოლიტიკურ-პარტიული” თემის „მოგება” არ უნდა გქონდეს მთავარ მიზნად და არ აწყვეტინებდე ყველა პასუხს. ასეთ ხალხს აზრი უნდა დაასრულებინო. თვალსაზრისების მოსმენა მაშინაც კი გვჭირდება, თუ სულაც არ დავეთანხმებით და მით უმეტეს, როცა ადამიანი  დისტანცირებული, შორიდან ხედავს, რა როგორ ჩანს. მოკლე შინაარსი ის იყო, რომ რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს ემსახურება და ჩვენს მომავალს განაპირობებს, გვიხარია, ლაპარaკი იმაზეა, როგორია საქართველოს ქცევა ფასეულობების მხრივ, როგორი ფსიქოლოგიის ადამიანს აყალიბებს დღევანდელი პოლიტიკა – გასისხლულ მეგობარს უტევ და ლანძღავ და არ ახსენებ რუსეთს.

როცა უსერიოზულეს საკითხებზეა ლაპარაკი, ქვეყნის შიგნით რომელიღაც პარტიას უწყებ ლანძღვას. აცდენილი ხარ საკუთარ როლს. ქვეყნის მოსახლეობისგან გამოგყავს დაბნეული,  უღირებულებო, მშიშარა სახეობა, რომელიც ვეღარ აკეთებს ანალიზს. არ აჩვენებ დიდსულოვნების მაგალითს, არ გაგაჩნია ეროვნული იდეოლოგია. მაშინაც კი ულამაზოდ იქცევი, როცა ნაბიჯს სწორად დგამ. კიდევ რბილად ილაპარაკა, ის არ უხსენებია, რა საძაგლად ჩანს ორმაგი თამაშები. თუ ქვეყნის მოსახლეობა დემორალიზებულ, უსახო, ფლიდობისკენ მიდრეკილ მასად იქცა, ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება მაშინაც ვერ გახდება სანატრელი, სულ რომ ყველა სურვილი ერთად ავისრულოთ და ევროკავშირის და ნატოს წევრი ერთდროულად გავხდეთ. ჩვენი თავი პატივისცემის ღირსად უნდა მიგვაჩნდეს. სულ ესაა და ეს არ არის მეორეხარისხოვანი, მით უმეტეს, მეათე. საერთოდ ვერ გავიგე, დვალის სალანძღავად და `გასაცამტვერებლად” რატომ შეყარეს ლაშქარი. რატომ ელანდებათ მტრები ქვეყნის გულშემატკივრებს შორის“.

ნათია ფანჯიკიძე: „გია დვალი ქვეყნის ერთ-ერთი სიამაყეა და როცა ასეთი რესპონდენტი გყავს, „პოლიტიკურ-პარტიული” თემის „მოგება” არ უნდა გქონდეს მთავარ მიზნად“

 

magti 5g