LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთმა აშშ-სთან სამხედრო და კლიმატურ საკითხებში დიალოგი შეწყვიტა

70
1659738414-297564225_8093163080701638_6807258912266434220_n

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთმა აშშ-სთან სამხედრო და კლიმატურ საკითხებში დიალოგი შეწყვიტა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი ასევე აჩერებს თანამშრომლობას ვაშინგტონთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

„ასეანის“ სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ესწრაფვის კრიზისს პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიიღებს ზომებს კრიზისის პროვოცირებისთვის, მაგრამ გააგრძელებს რეგიონული მოკავშირეების მხარდაჭერასა და ტაივანის სრუტის გავლით სტანდარტული საჰაერო და საზღვაო ტრანზიტის განხორციელებას.

საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ თქვა, რომ ბლინკემა დეზინფორმაცია გაავრცელა და სიმართლე არ უთქვამს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩინეთის გადაწყვეტილებას „ფუნდამენტურად უპასუხისმგებლო“ მოქმედება უწოდა. კლიმატური ცვლილებების საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კერიმ თქვა, რომ კლიმატური დიალოგის გაწყვეტა „სჯის მსოფლიოს და არა აშშ-ს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები