LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიამორი“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელებს, პერსონალური გრავირებით, ქართულ ღვინოს უგზავნის

217
ნიამორი (2)

ქართული ტრადიციული საჩუქარი ნაპოლის მოთამაშეებს – „ნიამორი“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელებს ტრადიციულ ღვინოს უგზავნის, რომელიც პერსონალური ელემენტებითაა გრავირებული.

„ნაპოლის საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც საკუთარი წარმატებით მთელ მსოფლიოს გააცნო საქართველო. მადლობის ნიშნად, გადავწყვიტეთ ხვიჩას და მის გუნდელებს გავუგზავნოთ ტრადიციული ქართული საჩუქარი პერსონალური ელემენტებით“, – განუცხადეს „ფორტუნას“ კომპანიაში.

„ნიამორის“ თითოეულ ბოთლზე „ნაპოლის“ მოთამაშის გვარი და ნომერია გამოსახული. ბოთლების წინა მხარეს კი მოცემულია საქართველოს ელემენტები, იტალიისა და კონკრეტული მოთამაშის წარმომავლობის ქვეყნების ნაციონალური დროშების თანხლებით.

სასაჩუქრე შეფუთვები ნეაპოლში უკვე გაიგზავნა და საფეხბურთო კლუბის წევრები გრავირებულ ღვინოებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

 

“სასაჩუქრე თემატიკის შემთხვევაში, მოთხოვნა უფრო მეტია საფერავზე” – “ნიამორი” 2023 წლის გეგმების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები