LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია სატელეფონი საუბრის ავთენტურობას ადასტურებს

91

რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua –ს მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის და მისი სატელეფონო საუბრის ავთენტურობას ადასტურებს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური, უკანონო მოსმენები, ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სივრცე.
“ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ვერ იარსებებს ვერანაირი სანქცია ფარული მიყურადების შესახებ. ერთადერთი, რის გამოც მე შეიძლება მისმენდნენ, ეს არის 315-ე მუხლით აღძრული საქმე, რომელიც ჩვენის ღრმა რწმენით აღძრულია იმიტომ, რომ ლეგალიზება მოახდინოს ფარული მოსმენების. მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა და ამის შესახებ განცხადება გაკეთდებოდა. ეს არის სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და უნდა დავათარიღოთ სავარაუდოდ 19 ოქტომბრით.

პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი. მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს და ყველფერში ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს.

რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომელზეც არის საუბარი, დიახ, ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს, ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა.
რამდენად გავიზიარე მე ეს დამოკიდებულება ბარიკადების აგების და ა.შ. შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ, გასულია დაახლოებით 10 დღე ამ საუბრიდან და თუ იპოვით ერთ ბარიკად მაინც მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამაზე საუბარი”, -განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება და პოლიტიკური გემოვნება ისე გადაწყვიტოს კონკრეტული საკითხები, როგორც მას სურს და ის ამისთვის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც იღებს საკუთარ თავზე.

“ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბევრ პოლიტიკურ ძალასთან , “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთ-ერთი. საქართველოში არსებულმა ძალიან ბევრმა ოპოზიცურმა ლიდერმა, არა მხოლოდ ამ პარტიიდან, დაახლოებით იგივე შინაარსის მესიჯი გამოუშვა ჩემთან პირად, ასევე სატელეფონო საუბარში, არ გამიკვირდება ეს საუბრებიც დაიდოს, ყველამ დაახლოებით თქვა ერთი და იგივე. ჩვენი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში არც ერთი ოპოზიციური ლიდერი ამ ქვეყნის არ გამორიცხავს სროლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ყველამ გაგვაფრთხილა, რომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა გვარამიამ.

უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარი.
აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას თანამშრომლების გამხნევებისკენ მოუწოდებს. საუბარი გრძელდება “რუსთავი 2”-ის სასამართლოს შესახებ და იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედონ, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე.

“ნიკა გვარამია: გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავარია რას იზამს ეს აღსრულება. აღსრულების ნაწილის ეშინია ყველას.
მიხეილ სააკაშვილი: აღსრულების ნაწილს მიიღებს ერთმნიშვნელოვნად.
ნიკა გვარამია: და მერე როგორ წარმოგიდგენია?
მიხეილ სააკაშვილი: უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ. მოიმარაგოთ წყალი, ესა ისა. და უნდა იყოს ეს მრავალკვირიანი. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი… ახლავე უნდა დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები მიიტანოთ, დააწყოთ. ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ… კარვები…. მანდ სხვა გზა არ არსებობს. იქ კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ….. ერთმნიშვნელოვნად უნდა მიხედო. შემდეგი სცენარი იქნება აღება და 22-ში შემოსვლა. ეს აღება არ უნდა დავუშვათ. 1500-2000 კაცს ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ძაან გაუჭირდებათ”, – ამბობს სააკაშვილი.
ამის შემდეგ სავარაუდოდ ნიკა გვარამია საუბრობს, რომ შემოსავალში გაუჭირდება და დახმარებას ითხოვს. სააკაშვილი ინტერესდება როდისაა კონცერტი და მას შემდეგ, რაც პასუხად მიიღებს, რომ 23-ში, ამბობს, რომ იქაც უნდა იყოს ხალხი.

აუდიოჩანაწერის თანახმად, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტი გააკეთებს განცხადებას.

ნიკა გვარამია: ელჩებს შევხვდები ხვალ და ზეგ. არიან ისტერიკაში, მაგრამ რა ხეირი” ….
მიხეილ სააკაშვილი: იშოვეთ ბაევიკები, რომლებიც დაიცავენ… საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება აუცილებლად. ეგრეა რა ვქნა ახლა…
ნიკა გვარამია: კარგი, რა, დამილაგდება დღეს გონებაში რამე, რომ გამოვიძინებ და ხვალ მივხედავ.

მეორე აუდიოჩანაწერში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიგა ბოკერიას საუბარი.
აუდიოჩანაწერის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ბოკერიას ეუბნება, უთხრას გვარამიას, რომ 22-ში სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და 22-შივე აღასრულებენ და შევლენ “რუსთავი 2-ში”.
მიხეილ სააკაშვილი: ეს რომ არ დაუშვას, ხვალიდან უნდა დაიწყოს მშენებლობა – რკინის კონსტრუქციები მოაწყოს მანდ და ბევრი ბარიკადი უნდა გააკეთოს, თავისი დაცვით, გამაგრებებით, “ბოევიკებით”, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ.
გიგა ბოკერია: ბოევიკები მაგათ არ ჰყავთ, მაგრამ…
მიხეილ: რა შუაშია, ბარიკადები უნდა დააყენოს?
ბოკერია: მაგისთვის ჩვენ ვემზადებით…. დღეს შევხედეთ როგორ არის, დიდი სივრცეა ძაან, მაგრამ მანდ პრობლემა ის არის, რომ ორი ადგილია სადაც უნდა შევიდნენ. გათიშვა თუ უნდათ დელისში შეუძლიათ შევიდნენ.
მიხეილ სააკაშვილი: – სად? დელისში?
გიგა ბოკერია: ხო, სიგნალი იქედან მოდის.
მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, ჯობია სინგალი გათიშონ მანდ, რუსთავი არსებობდეს ინტერნეტში, იმაში, ამაში.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “დელისის” გამაგრება ძალიან ადვილია, ბოკერია კი ეუბნება, რომ ბევრი ხალხის დაყენებაა რთული.
მიხეილ სააკაშვილი კი ისევ რკინის კონსტრუქციების აგებაზე საუბრობს.
გიგა ბოკერია: ხო მაგრამ, მანდ ადგილი გახსოვს როგორია? ერთი რკინის კონსტრუქცია, ეგრე რომ ვერ შეაღწიონ, არ არსებობს. მანდ უნდა იყოს, რომ უნდა ჯახი მოხდეს, ანუ მაგრად მოგერიონ, რომ აიღონ, თორე რკინის კონსტრუქცია, რომ ვერ შევიდეს სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეგეთი მე ასე უცებ რაც წარმოვიდგინე, იმხელა სივრცეა..
მიხეილ სააკაშვილი: აშენებადია გიგა ახლა რას მიყვები. თუ ააშენებთ აშენებადია.
ამის შემდეგ სააკაშვილი უცხოელების რეაქციით ინტერესდება.
მიხეილ სააკაშვილი: ეს იდიოტი უცხოელები რას შვებიან?
გიგა ბოკერია: ხვალ რაღაც დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე.
მიხეილ სააკაშვილი: დიდ განცხადებას, თუ პროსტა კითხავენ სპიკერს და რაღაცას წაიკითხავს.
გიგა ბოკერია: ამათ შეხვდნენ, დაუძახეს და უთხრეს, რომ მოდით, უნდა გადმოგცეთ განცხადებაო. არ ვიცი, ვნახოთ რა. ეგ ამბავი რაც ხდება ჩვენ ხელში პირდაპირ არ არის და არ ვიცი გამოხმაურება პერსონალურად რას გვეტყვის ქალბატონი ტორია. ვნახოთ კიდევ რამეს აპირებენ თუ არა დამატებით, მაგრამ მაგისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ ჩვენ ადგილზე. შენ იქ ხომ იქნები და გეტყვით დამატებით რაღაცეებს კიდე, ტელეფონით არ მინდა. როდის ჩამოდიხარ შენ?
მიხეილ სააკაშვილი: მე ჩამოვდივარ 3 საათით და უკან მოვდივართ.
გიგა ბოკერია: ვიცი, მაგრამ ხომ გექნება ერთი ნახევარი საათი მაინც…..
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებზე საუბრობს და ამბობს, რომ დაბნეულები არიან ეხლა ჟურნალისტები, მაგრამ უნდა გაამხნევოს გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილი: მანამდე უნდა ააშენოთ რკინის კონსტრუქცია, ფიზიკური… მე ვუთხარი, ნიკა, შეიძლება ატყდეს სროლა, მაგისთვისაც მზად უნდა იყო… ვაიმე, ვაიმეო. ეგრეა. საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება, უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია… სხვანაიარდ ვერ მივიქცევთ ყურადღებას.
გიგა ბოკერია: ყურადღებაზე არ არის, ბრძოლისუნარიანობა უნდა ვაჩვენოთ.
მიხეილ სააკაშვილი: უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და, გაისროლონ… რა ვქნათ..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g