LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიამ თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა: სუს-ი

115
nikusha-gvaramia

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უწყებაში მისვლა თვითონ გადაწყვიტა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, გვარამიას სუს-ში ყოფნა „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელებულ მასალას არ უკავშირდება.

„ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსვლა მის ეთერში გავრცელებულ მასალას არ უკავშირდება. მან თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა სრულიად სხვა თემაზე, თუმცა, ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. უწყებაში შესვლამდე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომენტარს სუს-იდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g