LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

210
Capture

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესის დაწყებამდე, ერთ-ერთმა მოქალაქემ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რის შემდეგაც დაპირისპირება გვარამიას დაცვის წევრსა და თავდამსხმელ მოქალაქეს შორის გაგრძელდა. ის სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან განარიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g