მუსიკოს ნიკა მაჩაიძე „ფორმულასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის დაპყრობა რომც შეძლოს, ამ მიღწევის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება და ამას ვერ შეძლებს:
„მიმაჩნია, რომ რუსეთმა უკვე წააგო. თუკი რუსეთის მიერ უკრაინის ანექსია მოხდა, მათ ამ ტერიტორიის შენარჩუნება დასჭირდებათ და ამისთვის უზარმაზარი რესურსია საჭირო. ამ ხალხს ესენი ასე ვერაფერს უზამენ, ამ ტერიტორიას ვერ შეინარჩუნებენ. ეს არის რუსეთის ბოლო. აქ მთელ რესურსს დახარჯავენ და ბოლოს რუსეთი დაიშლება რესპუბლიკებად, რომლებიც ცოტ-ცოტას ერთმანეთთან იომებენ. რუსეთი, როგორც ასეთი, აღარ იარსებებს…“
სვეტლანა ალექსიევიჩი: „პუტინი ჩვენი შეცდომის შედეგია… ჩვენი ბრალია… შედეგად მივიღეთ ურჩხული!..“