LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკას ვუთხარი ყველას “დაგერხევათ-მეთქი”- რა გააკეთა ნიკა მელიას მამამ 2012 წელს “ოცნებისთვის”

658
meliebi

ნიკა მელიას მამა ექიმი ანზორ მელია ამბობს, რომ 2012 წელს ხმა  “ქართულ ოცნებას” მისცა. როგორც ის რუსთავი 2-თან ყვება, იმ დროს თანამშრომლებსაც მოუწოდებდა ხმა ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის მიეცათ.

“მთელ ჩემს 200-კაციან კოლექტივს [კლნიკა “გული”] ყოველდღე მოვუწოდებდი, რომ აუცილებლად “ოცნებას” უნდა მივცეთ-მეთქი ხმა. ვამბობდი, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ხსნა, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთის მიერ გამოგზავნილი… [არჩევნებამდე] ერთი კვირით ადრე გავათავისუფლე თანამშრომლები, რათა სოფლებში ხმა მიეცათ. ვუთხარი წადით და ხმა მიეცით [ქართულ ოცნებას]. მაგრად ვიმუშავე… არჩევნების დღეს [2012 წლის პირველ ოქტომბერს] 8 საათზე ავდექი, გავვარდი და ჩიტაძის ქუჩაზე ხმა მივეცი. ნიკას ვუთხარი, დღეს ყველას “დაგერხევათ-მეთქი”, – ამბობს ანზორ მელია.

მისივე თქმით, დღეს უკვე ნანობს, “ქართულ ოცნებას” რომ უჭერდა მხარს და ამ მდგომარეობაში მარტო არაა.

“დღეს ჩემი თავი მეზიზღება და ვამბობ, როგორ შეიძლებოდა ამხელა კაცს ასე გულუბრყვილოდ დაეჯერებინა ამ ადამიანისთვის და შვილის წინააღმდეგ გავლაშქრებულიყავი. ჩემ მსგავსად ბევრი ნანობს”, – ამბობს ანზორ მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები