LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს: კლავთ მიშას?

271
მიშა და ნიკოლოზი

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს.  ნიკოლოზ სააკაშვილი ვარაუდობს, სააკაშვილი ძალიან ავადაა და იმიტომაც კითულობდა ბოლო სასამართლო პროცესზე დამჯდარ მდგომარეობაში, რაც მას არ ახასიათებს

„მივმართავ ხელისუფლებას!
20 აპრილის სასამართლოს პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ხილვის შემდეგ, თვალში საცემი იყო მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარსებული მდგომარეობა- შეზღუდული სიარული, შენელებული მეტყველება, ცვილისფერი კანი ,ზოგადი ძლიერი ადინამია. რაც მიხეილ სააკაშვილისათვის,ძ ლიერი და ენერგიული პიროვნებისათვის არ არის დამახასიათებელი.

მან სიტყვით გამოსვლისა ორ წუთში შეწყვიტა საუბარი და მოითხოვა ექიმის დახმარება. დარბაზიდან გასვლისას ბადრაგის გარეშე გადაადგილება გაუჭირდა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც არ არის დამახასიათებელი მესამე პრეზინდენტისათვის, ის სიტყვას კითხულობდა მჯდომარე მდგომარეობაში.

მე ვარ გაბრაზებული და აღშფოთებული ჩვენი ხელისუფლების აბსოლუტური იგნორით მძიმედ დაავადებული პიროვნების მიმართ,
კიდევ უფრო მეტი, რამდენიმე თვეა, მასთან აიკრძალა მისი პირადი და ალტერნატიული ექიმთა ჯგუფის კონტაქტი.

ეს ბადებს ეჭვს მისი მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმებიაზე. ასევე ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ ადვოკატებსაც არ აძლევენ პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს იმის შიშით, რომ მათში არ ამოვიკითხოთ ჩემი აზრით პაციენტის არაბუნებრივი დამძიმების მიზეზები.

კატეგორიულად ვითხოვ, როგორც ექიმი, პროფესორი, საქართველოს მოქალაქე და რასაკვირველია, მშობელი მოგვაწოდეთ ოჯახს მ. სააკაშვილის ჩატარებული კვლევები, რომელსაც არც ვენდობი მაგრამ მაინც.

ასევე მოვითხოვ, უახლოეს საათებში მოხდეს ექიმთა ალტერნატიული ჯგუფის შეშვება პაციენტთან და დადგეს უახლოეს დღეებში მისი გადაყვანის საკითხი უცხოეთის მრავალპროფილიან კლინიკაში. (მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ეშინია არ დადასტურდეს ჩვენი ეჭვები და თუ ესე არ არის, მაშინ ძალიან კარგი).
მოთხოვნა არის, კატეგორიული და მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი. თუ მოხდება წერილში დაყენებული საკითხების იგნორი, მაშინ ბუნებრივად დაისმება კითხვა – კ ლ ა ა ვ თ მიშას“ ? – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g