LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბრეგვაძე: „ის მომენტი და გრძნობები ალბათ არასდროს დამავიწყდება.. რომ დავინახე, ოთხივე ჟიურის წევრი შემოტრიალდა, ცოტა თვალები დამეჭყიტა.. არ ველოდებოდი“ – ნინი ბრეგვაძე ამერიკული Voice-ის პირველი „რინგისათვის“ ემზადება

548
Untitled design (4)

ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე  ამერიკული The Voice-ის პირველი „რინგისათვის“ ემზადება. რის მიხედვით აარჩია მან მენტორი ჟიურის წევრი და რა სიმღერას შეასრულებს რინგზე? – ამ და სხვა თემებზე ნინი ბრეგვაძემ „შუადღე ლაივის“ ეთერში ისაუბრა.

ცნობილია, როდის ვიხილავთ ნინი ბრეგვაძეს ამერიკული The Voice-ის „რინგზე“

„გვენი უნდა ამერჩია, მაგრამ..“ – რატომ აირჩია ნინი ბრეგვაძემ მწვრთნელად One Direction-ის სოლისტი ნაილ ჰორანი?

„სცენაზე სანამ გავიდოდი, ვემზადებოდით პროექტისთვის. სცენაზე გასვლის მომენტის დროს, რა თქმა უნდა, ღელვა მქონდა.. ის მომენტი და ის გრძნობები ალბათ არასდროს დამავიწყდება, რომ ვიმღერე და ყველა შემოტრიალდა.

მგონია, რომ ასეთი პროექტები გაძლევს საშუალებას აჩვენო ხალხს შენი არტისტიზმი, როგორი მუსიკოსი ხარ და რა გინდა, რომ მომავალში გააკეთო. ყოველთვის მქონდა იდეაში, რომ ასეთ პროექტში მოვხვდერილიყავი.

რომ დავინახე, რომ ოთხივე ჟიურის წევრი შემოტრიალდა, ცოტა თვალები დამეჭყიტა.. თან არ ველოდებოდი..

მომდევნო ტურისთვის სიმღერის შერჩევა ერთობლივი პროცესია. ითვალისწინებენ შენს გემოვნებასაც, თუმცა კომერციულ კუთხესაც აქცევენ ყურადღებას“, – თქვა ნინი ბრეგვაძემ.

ვიდეო: ნინი ბრეგვაძე One Direction-ის სოლისტს ეხუტება, რომელიც საკუთარ მწვრთნელად დაასახელა

საოცარი პერფორმანსი: ნინი ბრეგვაძემ ამერიკის The Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა

ვიდეო: „პირდაღებულ ჟიურიზე ვგიჟდები ქართველები რომ აგიჟებთ ხოლმე“ – გულშემატკივრების შეფასებები და The Voice-ის მონაწილე ნინი ბრეგვაძის ემოციები საკუთარი გამოსვლის ნახვისას

„როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა“ – NBC-ის ვრცელი სტატია ნინი ბრეგვაძის შესახებ

 

ნინი ბრეგვაძე ამერიკული voice-ის პირველი რინგისათვის ემზადება? ნინი ბრეგვაძე ამერიკული voice-ის პირველი რინგისათვის ემზადება
? რა განცდა დაეუფლა ახალგაზრდა მომღერალს, როცა ბრმა შერჩევის ტურზე, ჟიურის ოთხივე წევრი შემობრუნდა?
? რის მიხედვით აარჩია მან მენტორი ჟიურის წევრი და რა სიმღერას შეასრულებს რინგზე?
? ამერიკული voice-ის ქართველი მონაწილე ნინი ბრეგვაძე ამერიკიდან “შუადღე live-ს” მაყურებლისათვისPosted by შუადღე Live • Shuadge Live on Saturday, October 21, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები