LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „მომდის კომენტარები, როგორ გასუქებულა, კუპატი… ბოლო ორი წელი ჩემს თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, დანარჩენი ყველაფერი მოხდა, ვიყავი მძიმე დეპრესიაში…“

1191
ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წონაში მომატების მიზეზებს ამხელს და საჯარო პოსტში აღნიშნავს, თუ რას უკავშირდება მისი კილოგრამების მატება. მომღერალი აშკარად შეწუხებულია კომენტარების გამო, რომლებიც მის წონას უკავშირდება:

„მოკლედ, მეგობრებო, ამ ბოლო ვიდეოებზე უამრავი კომენტარი მომდის, თუ როგორ გავსუქებულვარ, კუპატი, უი, უი, როგორ გასუქებულა და ასე შემდეგ კომენტარები, ზოგიც ამერიკულ ფასტ ფუდს მაბრალებს და ა.შ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ალბათ, ერთი წისქვილის ქვა არ მობრუნდა ჩემს კისერზე, თორემ დანარჩენი ყველაფერი მოხდა. ვიყავი ძალიან მძიმე დეპრესიაში, რაც რა თქმა უნდა, თქვენთვის არ მიგრძნობინებია. მყავდა ფსიქიატრი და ვიყავი ანტიდეპრესანტებზე გარკვეული პერიოდი. სტრესის ფონზე დამემართა ჩიყვი :))) ანუ ფარისებრის პრობლემა რამაც გამოიწვია ჩემი წონაში სერიოზულად მომატება. პლუს ინსულინის რეზისტენცია სისხლში. დავიწყე მკურნალობა და იმედია, ისევ მალე ჩავდგები ფორმაში. დიდი მადლობა, რომ მგულშემატკივრობთ.

პ.ს. ზედმეტი კილოგრამებითაც შეიძლება, ადამიანი ლამაზი და კარგი  იყოს.

ჩემი მხარდაჭერა პუტკუნებს!

ჩემი პირადი ენდოკრინოლოგია ლაშა უჩავა და და ვისაც გჭირდებათ მიმართეთ!

ეს ფსიქიატრი – მარი მენთეშშვილი.  ლავ იუ“.

ვისი დახმარებით დაძლია რვათვიანი მძიმე დეპრესია ნინი შერმადინმა: „ვფიქრობდი, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა, მეც აღარ ვყოფილიყავი…“

ვიდეო: საქართველოში დაბრუნებული ნინი შერმადინი პირდაპირ ეთერში ატირდა: „ბოლო წუთამდე მეგონა, რომ გამოძვრებოდა…“

ნინი შერმადინი დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდა, მაშინ წავიდა მამიკოსთან…“ ძალიან მიჭირს უთქვენობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g