ყველა სხვა პატიმართან შედარებით, მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ სასათბურე პირობებშია და მის ნაცვლად ცოტა უხერხულადაც ვიგრძნობდი თავს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ნინო წილოსანის თქმით, მხოლოდ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება თავისი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდას, პატიმრობის პერიოდში მას რაიმე განსაკუთრებული რეჟიმები არ უნდა დაუწესდეს.
„სააკაშვილი ამდენი ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებაშია, კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევენ და უტარდება ყველაფერი.
მასთან შედის ყველა ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოთქვამდეს სურვილს და რომელიც დასაშვებია კანონმდებლობით ან მის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. ყველა ეს ადამიანი მას ნახულობს. ჩემთვის ადამიანურადაც გასაგებია, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ხვდებით, ის რამდენად შლეგი ადამიანია, ერთ ოთახში გამოკეტილი, თუნდაც ეს საავადმყოფოს პალატა იყოს, ძალიან მძიმე ასატანია.
მე არ ვთვლი, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება თავისი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდას, მას რაიმე განსაკუთრებული რეჟიმები უნდა დაუწესდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა სხვა პატიმართან შედარებით ის, შეიძლება ითქვას, რომ სასათბურე პირობებშია და მის ნაცვლად ცოტა უხერხულადაც ვიგრძნობდი თავს იმიტომ, რომ მსგავს პირობებში ნამდვილად არ არიან, ამ ფუფუნებაში, რომ მუდმივად პენიტენციური სისტემის გარეთ იყოს ამდენი ხანი, სხვა პატიმრები და არც ამდენი მნახველი ჰყავთ სხვა პატიმრებს იმისთვის, რომ უკეთ გაერთონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.