LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ იორკში უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს – „ასოშიეტედ პრესი“ კორონავირუსის სტატისტიკაზე

126
BeFunky-collage (3)

ქალაქ ნიუ იორკში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 3 202 ადამიანი გარდაიცვალა. 2001 წელს მომხდარ ყველაზე საზარელ ტერაქტს კი, 2 977 ადამიანის სიცოცხლეს ემსხვერპლა. ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი“ წერს.

რაც შეეხება ნიუ იორკის შტატს, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 731 ადამიანი დაიღუპა, რაც შტატისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კორონავირუსის გარშემო შექმნილი შეთქმულების თეორიები

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ნიუ იორკის შტატში აღნიშნული ინფექციით 5 500 ადამიანია დაღუპული. მთელი ქვეყნის მაშტაბით კი, ვირუსით უკვე 11 000 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 370 000-ს აღწევს.

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ – CNN-ის ემოციური ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g