LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი იტალიაში სურვილების ასასრულებლად დადის: „რამდენჯერაც ჩავუთქვი სურვილი, იმდენჯერ ამისრულდა…“

556
ნოდიკო-ტატიშვილი

ნოდიკო ტატიშვილი ახლახან დაბრუნდა იტალიიდან, სადაც წმინდა ადგილები მოილოცა, სურვილები ჩაუთქვა და ერთი უკვე აუსრულდა კიდევაც… fortuna.ge მომღერალს ესაუბრა.

ნოდიკო, იტალიაში შენი მოგზაურობის შესახებ მოგვიყევი… 

ძალიან ბევრმა მუშაობამ მომიწია, შემოდგომიდან მოყოლებული. იანვარში ღონისძიებაზე მხოლოდ სამი დღე არ ვყოფილვარ, ხან სად ვმღეროდი, ხან – სად. დატვირთული პერიოდები ძალიან მიყვარს. მანამდე კლიპი გადავიღე, რომელიც სულ ტრენდებში იყო.. მოკლედ, პერიოდი კი იყო ნაყოფიერი, მაგრამ საკმაოდ დამღლელი და გადავწყვიტე, მარტოს მემოგზაურა იტალიაში. რომში ექვსჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ყველა ჩასვლაზე მგონია, რომ პირველად ვარ. რომი ვერ გეყოფა…

ვცხოვრობდი ესპანური კიბეების თავზე, ხელის გულზე მქონდა მთელი რომი, საოცარი აპარტამენტი მქონდა. ექვსი დღე გავატარე იქ. იტალიაში ბევრი ჩემი ახლობელი ცხოვრობს და თავი მარტო არ მიგრძნია.

ჩემთვის ცალკე ფენომენი და დაუჯერებელი ამბავია ვატიკანი, წმინდა პეტრეს ტაძარი, სიქსტეს კაპელა, ლეონარდო… ორჯერ მივედი წმინდა პეტრეს ტაძარში. შეიძლება, ბევრმა იცის, ბევრმა არა – საკურთხევლის ქვემოთ წმინდა პეტრეს ნაწილები ინახება. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. წმინდა პეტრეს ქანდაკებასთან რომ მიხვალ, ფეხზე ხელს ადებ და სურვილი უნდა ჩაუთქვა. რამდენჯერაც ჩავუთქვი სურვილი, იმდენჯერ ამისრულდა. 2017 წელს, როცა რომში გახლდით, პროექტი, რომლის გაკეთებაც ძალიან მინდოდა, მაგრამ სამჯერ გადამედო, ფინანსური საკითხების გამო. რომ ჩავედი, მახსოვს, წმინდა პეტრეს ვთხოვე, ეს პროექტი გამოვიდეს-მეთქი. ჩამოვფრინდი თბილისში და ზუსტად ორ დღეში ისე მოგვარდა ეს თემა, ჩემდა უნებურად – დამირეკა ჩემმა ახლობელმა, რაღაც გჭირდებოდა, გამახსენეო და მალევე მომიგვარა.

ამ ჩასვლაზეც რამდენიმე რაღაც ვთხოვე და რომ ჩამოვედი, ერთი უკვე ამისრულდა.

ქალაქი ბარი ალბათ ყველამ იცით, იქ წმინდა ნიკოლოზის ტაძარია. იქ დამხვდა მამა მოსე, რომელიც ქართული სამრევლოს წინამძღვარია, საოცარი ადამიანი. მან შემიყვანა საფლავზე, სადაც წერილი უნდა დატოვო – ამ წერილში სურვილი უნდა დაწერო და აგისრულდება. რასაკვირველია, თუ არ გჯერა და მატრაკვეცობ, ეს სხვა ამბავია, მაგრამ თუ მთელი გულით სთხოვ სერიოზულ თემებზე და თან, გჯერა, გისრულდება.

მოკლედ, მოვილოცე წმინდა ნიკოლოზის საფლავიც. ვნახე ყველა ღირსშესანიშნაობა თავიდან, კოლიზეუმიდან დაწყებული ტრევის შრდევნით დასრულებული. იქვე არის რესტორანი, რომელიც გაიხსნა 1884 წელს, სადაც უვახშმია ოდრი ჰეფბერნს, მერაია ქერის… მათი ფოტოებიც არის გამოფენილი. ისეთი კერძები აქვთ, რომ თითებიც შეიძლება მიაყოლო. მე ტკბილის მოყვარული არ ვარ, მაგრამ გასაოცარი ტირამისუ აქვთ, მსოფლიოში საუკეთესო. არასდროს გამისინჯავს ასეთი ტირამისუ. ყოველდღე ვიჯექი იქ და მოვიმატე რამდენიმე კილო (იცინის). ტრადიციული წესით დამზადებული პასტები და ყველა სხვა კერძი წარმოუდგენლად გემრიელია.

რომში ჩემს მოგზაურობას ძალიან მაგარი ამინდები დამემთხვა, სულ მზე იყო. კმაყოფილი ვარ, რომ იტალიაში სასიამოვნო დღეებით დავასაჩუქრე საკუთარი თავი.

მაგრამ როგორც ვიცი, უკან გიწევს წასვლა ისევ… 

4 მარტს ვიმღერებ მილანში, 5 მარტს – მილანთან ახლოს. 31 მარტს მივემგზავრები სტოკჰოლმში, იქაც დაიგეგმა ჩემი საღამო.

იტალიაში შოპონგის გარეშე გაატარე ის დღეები?

შოპინგ-ქალაქში ვიყავი, მაგრამ ჩემს გემოზე ვერ ვიშოპინგე, დიდი არჩევანი არ იყო, -„იამამოტოს“ კარგი ფეხსაცმელი და რამდენიმე ზედა შევიძინე. ზოგადად, შოპინგზე სიარული ჩემი საყვარელი საქმიანობა არ არის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მჭირდება საეთერო და საკონცერტო სამოსი, ამიტომ იძულებული ვარ, ვიარო მაღაზიებში.

შენ უსაქმოდ მაინც არ გაჩერდები დიდხანს და რას გვიმზადებ, მოგვიყევი…

ვიწყებ მუშაობას ახალ პროექტზე. გაზაფხულზე მექნება ახალი სიმღერა და კლიპი.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები