LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ აკეთებთ ლაბორატორიულ კვლევებს წელიწადში 4-5 ჯერ!!!! ნუ სტრესავთ ბავშვებს!!!“ – ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

176
ინგა მამუჩიშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ურჩევს, თავი შეიკავონ ხშირი ინვაზიური პროცედურებისგან, მით უფრო, პრევენციის მიზნით:

„მეგობრებო,დღეს ძალიან ტრენდული გახდა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ბავშვებში,ისე,პრევენციულად,წელიწადში 4-5 ჯერ!!!! ნუ სტრესავთ ბავშვებს!!! არ არის საჭირო ექიმის გადაწყვეტილების გარეშე ამ ინვაზიური კვლევების ჩატარება!!! შეუთანხმდით ექიმს ყველა კონკრეტული გამოკვლევის წინ!!! საჭიროების მიხედვით მხოლოდ!!! გაუფრთხილდით ბავშვის ნერვულ სისტემასაც და თქვენს ფინანსურ რესურსსაც!!! ტყვიას,ლითიუმს და სხვა მძიმე მეტალებსაც კი საზღვრავთ რამდენიმეჯერ წელიწადში…. მსოფლიო მოსახლეობის 10% იტანჯება იპოქონდრიით(დაავადებების შიშით) ესეც პანიკური აშლილობაა,რომელიც შეიძლება ჰიპერაპეკით და თქვენი ემოციური მდგომარეობით ბავშვებზეც გავრცელდეს!!! დიახ,ასეთი მშობლების შვილები(მოზარდები განსაკუთრებით) გიყურებენ თვალებში ვიზიტის დროს და ხშირად სვამენ კითხვას – მჭირს რამე??? აკონტროლეთ თქვენი ქცევა გთხოვთ“ – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

„არ მისცეთ ბავშვებს ხველისას შაქრის შემცველი სუსპენზიები, მიეცით საშუალება თვითონ ამოახველოს“ – ინგა მამუჩიშვილი ნარჩენ ხველაზე

„დადგა სეზონური ვირუსების გავრცელების პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი და ხშირი ჩივილი ცხვირის გაჭედვაა..“ – რას გვირჩევს ინგა მამუჩიშვილი

„ნუ მისცემთ ბავშვს ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები