LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე: „ადამიანები მაშინ უნდა დაოჯახდნენ, როდესაც ორივე შემდგარია…“

474
nutasabizaladze305

ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“ მიიწვიეს იმაზე სასაუბროდ, თუ როდისაა კარგი ოჯახის შექმნა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი აზრით, იდეალური ოჯახი მაშინ იქმნებოდა, როდესაც ორივე ადამიანი შემდგარია პროფესიულად. ნუცა ფიქრობს, რომ გათხოვება 30 წლის ასაკის შემდეგ არის კარგი.

ნუცა ბუზალაძე:

„ორივე ადამიანი უნდა იყოს შემდგარი, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამენ. აი, მაგალითად, როცა გოგონები თხოვდებიან და არ აქვთ თავიანთი შემოსავალი, ან ბიჭს არ აქვს შემოსავალი და ცხოვრობენ დედამთილ-მამამთილთან, ვერ ვიტყოდი რადიკალურად, რომ განწირულია ასეთი ოჯახი, მაგრამ იდეალური იქნებოდა ის, რაც თავში ვთქვი. გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ. ასეთი ამბებიც გამიგია. როცა გააზრებულად დგამ ამ ნაბიჯს და იცი, რომ შენ ეს გინდა, ასეთი ოჯახები უფრო არ არის განწირული…

მე ძალიან დიდხანს მიყვარს გამოცდა. ზოგადად კი, მგონია, რომ საკუთარ პროფესიაზე ვარ შეყვარებული და მაგაზე ვარ გადარეული. უკვე იმდენად მისაღები გახდა ერთად ყოფნა და შეყვარებულებად ყოფნა, რომ აღარ ჩქარობენ. უკვე მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც. ხომ არ დაკარგავენ შვილიშვილებს ამის გამო. მგონია, რომ ტენდენციამ მოიტანა, თუმცა მეორე მხრივ, ჩემი მეგობრებიდან ვინც დადიოდა, ყველას უნდოდა გათხოვება, როდის უნდა მთხოვოს ხელიო. ზოგი გოგონასთვის სტატუსი მნიშვნელოვანია. არიან გოგონები, რომელთა მიზანია ოჯახის ყოლა. რა თქმა უნდა, მეც მინდა, მაგრამ თავის დროზე, ჯერჯერობით – არა.

მე, იცით, როგორი აზროვნება მაქვს? რადგან ერთხელ ვცხოვრობთ, მინდა, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.. ასე ფიქრობს ბევრი გოგო და ბიჭიც დღეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები