მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში გამომწერებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა. ცნობილი გახდა, რომ მომღერალი პოპულარული ამერიკული შოუს „ამერიკის ვარსკვლავის“ მონაწილეა. ნუცამ კასტინგი უკვე გაიარა და მის გამოსვლას მაყურებელი ABC-ის ეთერში 19 თებერვლიდან იხილავს. წელს „ამერიკის ვარსკვლავის“ ჟიურის წევრები ლიონელ რიჩი, კეტი პერი და ლუკ ბრაიანი არიან.
დღეს ნუცა ბუზალაძემ ინსტაგრამზე ახალი ვიდეო გააზიარა, სადაც ჩანს, როგორ ემზადება მომღერალი კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსადგენად. თეთრ პიჯაკში გამოწყობილი ქართველი მომღერალი ფანტასტიკურად გამოიყურება. ასევე მის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ შედიან ჟიურის წევრები მოსასმენ ოთახში, სადაც მათ პუბლიკა მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდება.
ზაზა შენგელია: ,,პირველი ქართველი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო ტალანტ-შოუში”