LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი 30 წლის იუბილეს შიშველი ფოტოთი აღნიშნავს – “მერე რა…”

1549
nukikoshkelshvl30

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი დღს იუბილარია. მას 30 წელი შეუსრულდა. როგორც ტელესახე წერს, 20–იანებიდან 30–იანებში გადასვლა ცოტა აშინებდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ასაკის დამალვა არ ღირს, რადგან ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. მან გადაიღო ფოტო, სადაც შიშველი დგას, მკერდზე ხელი აქვს აფარებული, რასაკვირველია, არ უჩანს ქვედა ნაწილიც, ხოლო მეორე ხელში პლაკატი უკავია, სადაც წერია – “მერე რა, რომ 30”.

გთავაზობთ ნუკის სტატუსს, რომელიც დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა შილთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან ერთად.

“ხვალ 30!!! წლის ვხდები, რომ შევაჯამო წინა ათი წელი, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი იყო, ცუდიც და კარგიც. ვიპოვე ის საქმე, რაც მომწონს, მივიღე უამრავი გამოწვევა, ვიპოვე სიყვარული, მყავს ბავშვი, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ათი წლის წინ 30 წლის ქალი, ძალიან დიდი მეგონა, ისე შორს იყო ეს პერსპექტივა, არც წარმომედგინა რომ ასე მალე დადგებოდა. დღეს ჩემი ბოლო დღეა 20-ებში. როგორი უსამართლობაა არა, ქალისთვის? კაცი 30 წლის ძალიან ახალგაზრდაა, ქალი კი უკვე სხვანაირი ხდება. ადრე მეგონა, მოვიტყუები ასაკს და კიდევ დიდხანს ვიქნები 20-ებში–მეთქი, ბევრი ასე აკეთებს. ახლა კი ვფიქრობ სისულელეა, ყველა ასაკს აქვს თავის ხიბლი და ჯობია, კარგად გამოიყურებოდე და გეუბნებოდნენ, უი, სულაც არ გეტყობაო, ვიდრე “უი 29, მე უფრო დიდი მეგონე”-ო. ??

ვიცი, ვიცი 30 არც არაფერია, მაგრამ ციფრს რომ იცვლი ნერვიულობ, ფიქრობ რა ვერ მოასწარი, გეფიქრება იმაზე რა სწრაფად გარბის დრო, ნოსტალგია გეწყება განვლილ წლებზე. არ ვიცი, მხოლოდ მე ვნერვიულობ ხოლმე, ასაკი რომ მემატება, თუ ყველა ქალი ასეა? ფაქტი ისაა, ცხოვრება გრძელდება და შეიძლება სულაც ახლა იწყება, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა მაგრამ ბევრად უფრო ჭკვიანი.

ბებიაჩემმა მითხრა ერთხელ, ყველაზე მაგარი ასაკია ის არის, რომელშიც საბედნიერო ამბები ხდებაო, ზოგი 40-50 წლის პოულობს თავის თავს, ზოგი 18 წლის. ბედნიერებაა მნიშვნელოვანი და არა ციფრები, რას იტყვით?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები