LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება” პოლიტსაბჭოს ფორსმარჟორში მართავს, 4 საათზე უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

76
ოცნების ცენტრ ოფისი

“ქართული ოცნების” ლიდერები პოლისაბჭოსთვის ემზადებიან. როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, პოლიტიკური საბჭო, მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე დღესვე იმსჯელებს, რის შემდგომაც, გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრებს გააცნობენ. მმართველი პარტიის უმრავლესობის სხდომა კი, დღესვე, 16:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებაში” არავითარი კრიზისი არაა და ეს მხოლოდ ოპოზიციის ნარატივია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომავალი პრემიერობის კანდიდატი ხვალ დასახელდებოდა.

გახარია მელიას დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ეთანხმებოდა, შეტევა მოხდა აშშ-ს ელჩზე: შალვა პაპუაშვილი