„უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ. ივნისში იქნება დრო, კიდევ ერთხელ გაიგზავნოს საქართველოს მხარდამჭერი სიგნალი ქართველებისთვის და შესთავაზონ გზა, როგორ შეუძლია საქართველოს გახდეს NATO-ს წევრი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მასუდ გარახანთან შეხვედრამდე განაცხადა.
„როგორც იცით, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იყო 2008 წელს. ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. იგივე ხდებოდა 1990-იანებში. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიასNATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ.
შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ახლა, 2022 წელს, ივნისის მადრიდის სამიტისთვის იქნება ის დრო, კიდევ ერთხელ გაიგზავნოს საქართველოს მხარდამჭერი სიგნალი ქართველი ხალხისთვის და შესთავაზონ არა მხოლოდ ღია კარი, არამედ გზა, თუ როგორ შეუძლია საქართველოს, გახდეს NATO-ს წევრი.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.