LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია – „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს

143
Untitled

პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყნის განვითარების გზა სწორედ ევროინტეგრაციაზე გადის, შესაბამისად, დღევანდელი აქციის შინაარსიც სწორედ საქართველოს ევროპისკენ სვლას ეხება.

„ახალგაზრდები მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არ დავუშვებთ ქვეყნის რუსეთიზაციას. ბოლომდე ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მათი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მთავარი საფრთხე პრორუსული ხელისუფლებაა.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აქციას რუსთაველის მეტროდან მსვლელობით შემოუერთდებიან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

აქციის მიმდინარეობის გამო პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები