LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ – ეს ჩემთვის შემაშფოთებელია: კარლ ჰარცელი

157
BeFunky-collage (8)

ევროკავშირის ელჩი პოლიტიკურ სპექტრს ისევ დიალოგისკენ მოუწოდებს, თუმცა ამასთან, ამბობს, რომ პროცესი გარკვეულწილად ჩიხშია.

“როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ – ეს ჩემთვის შემაშფოთებელია.” – აცხადებს ელჩი.

კარლ ჰარცელის თქმით, ეს ერთი მხრივ ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის ოფიციალურმა თქმამ, მეორე მხრივ კი ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივამ განაპირობა.

“ამ უბადრუკი მცდელობით თვლიან, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში“ – “ლელოს” წარმომადგენელი განმარტავს 3 მთავარ მიზეზს, რის მიხედვითაც ოპოზიციას დაფინანსება ეკუთვნის

“ეს ქმედება ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ არის სადამსჯელო” -„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” „ოცნების” ახალ კანონპროექტზე

„მინდა, შევაჯამო ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები დიალოგთან დაკავშირებით.

როგორც ვიცით, ამ კვირის დასაწყისში მოვლენები ძირითადად ეხებოდა პარლამენტის მანდატების გაუქმებას, მქონდა შეგრძნება, რომ ამ დღეებში განხორციელდა ზედმეტი ზეწოლა ინდივიდუალურ დეპუტატებზე ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო ფართო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობისთვის კარის დახურვის დაწყებას​, რისთვისაც ვებრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას.

მეტი რა წავახალისოთ, არ ვიცი, ახლა ანიმატორებს ვერ მოვუყვანთ მოლაპარაკების მაგიდასთან: კობახიძე

ამის შემდეგ როგორც ვიცით, მმართველი პარტიის მხრიდან მოხდა ორი კანონპროექტის ინიცირება, ერთი ეხება პარტიების რეგისტრაციის გაუქმებას და მეორე პარტიების დაფინანსებას. ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივები პროცესს ხელს არ უწყობს და გულწრფელად გითხრათ, შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება პარტიების რეგისტრაციის გაუქმების საკითხს, ეს არის კანონი, რომელიც მკაფიოდ მიმართულია უმსხვილესი ოპოზიციური პარტიისკენ მის ყოფილი თავმჯდომარის სტატუსის საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები