LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pegasus ლონდონიდან ბათუმის მიმართულებით იფრენს

70
UU

Pegasus სტამბოლის გავლით, ლონდონიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს.

breakingtravelnews.com-ის ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი თურქული ავიაკომპანია ლონდონი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 7 მაისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში ორი სიხშირით – ყოველ პარასკევსა და ორშაბათს შეასრულებს.

ამასთან, როგორც breakingtravelnews.com იუწყება, Pegasus ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს London Stansted-ის აეროპორტიდან თურქეთის საბიჰა გოგჩენის აეროპორტის გავლით განახორციელებს.

წყარო: breakingtravelnews.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები