“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა.
ხაზარაძემ წარდგენამდე აღნიშნა, რომ პარტია ჰორიზონტალური პრინციპით იმართება და საქართველოს უკეთესობისკენ ცვლილებისთვის ერთიანდება. მისი თქმით, მოძრაობას 1 თვე შეუსრულდა და უკვე 1500 წევრი ყავს.
მოძრაობას შეუერთდნენ:
კახა ხაზარაძე – ბიზნესმენი
“დარწმუნებული ვარ შევქმნით გამარჯვებულ, წარმატებულ, სახელმწიფოს, სადაც ადამიანი იქნება მიზანი და არა საშუალება”.
გიორგი ბიჭიაშვილი – პროფესორი
ლევან ლომთაძე – ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი:
“ეს მოძრაობა თქვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავალია”.
ლაშა მარგიანი – პოეტი და მხატვარი
მარია თავაძე – ფილოლოგი და მთარგმნელი
ვაჟა სამადბეგიშვილი – კომპანია “კდვ”-ს გენერალური დირექტორი და ვეტერანი სპორტსმენი
ლირიული სადღეგრძელო თუ ჭკვიანური ნაბიჯი – როგორ აფასებენ ხაზარაძის “ლელოს”
ნატალია ბარათელი – ინჟინერია – გეოფიზიკის მაგისტრი, მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი
“ლელომ პროფესიონალთა გუნდი შეკრიბა სუფთა წარსულით და ჯანსაღი ამბიციებით”.
ლევან ქოქიაშვილი – რესტორატორი, გასტრონატის დამფუძნებელი
“ჩვენ ქვეყანას როგორც არასდროს ჭირდება ერთობა, ჩვენ ყველა ერთად დავდებთ ლელოს”.
მარიამ თავაძე – მასწავლებელი
“მე არ დავუშვებ განათლებაზე ორიენტირებული თაობა რეგრესირებულ და გაუმართვ სისტემაში დაიკარგოს”.
მარიამ აფრასიძე – სამოქალაქო აქტივისტი
“მინდა, რომ საქართველოს ყველა გულშემატკივარი ჩვენს დიდ ოჯახს შემოუერთდეს”.
გიორგი მჭედლიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
“არ მინდა ჩემი სტუდენტები ისეთივე იმედგაცრუებულები დარჩნენ, როგორიც მე დავრჩი, როდესაც საჯარო სექტორში ვმუშაობდი”.
ალექსანდრე რატიშვილი – ბიზნესმენი
წარდგენა ლისზე, მწვანე ქალაქში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” 12 სექტემბერს დააფუძნა.