LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის უკანონო ქმედებებს გმობს – დავით ზალკალიანი

119

პოლონეთის პარლამენტმა საქართველო-რუსეთის ომის 10 წლის თავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რეზოლუციაში პოლონეთი რუსეთის უკანონო ქმედებებსა და ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებს გმობს.

“მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღო პარლამენტმა. დღეს დავბრუნდი ვარშავიდან, გუშინ მქონდა სეიმის სპიკერთან შეხვედრა, რომელმაც გადმომცა პოლონეთის პარლამენტის გუშინ მიღებული რეზოლუცია საქართველო-რუსეთის ომის 10 წლის თავთან დაკავშირებით. ეს რეეზოლუცია არის კიდევ ერთი მხარდაჭერა პოლონელი პარტნიორების მხრიდან.

ასევე საუბარია უკანონო ქმედებებზე, რომელსაც შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევები მოჰყვა. გატაცებები, საშინელი მკვლელობის ფაქტი და ა.შ. ეს ყველაფერი ამ რეზოლუციაში არის დაგმობილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსზარისით ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა.

მანამდე ლიტვველი კოლეგების მხრიდან იყო ადეკვატური შეფასებები და მათი მხრიდან სანქციების შემოღება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც გვექნება ასეთი სახის მხარდაჭერები,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე, საქართველოში უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის დაგეგმილ ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება

“მოგეხსენებათ საქართველოს პრემიერის ვაშნგტონში უკანასკნელი ვიზიტის დროს გაიამართა შეხვედრა ჩვენს პრემიერსა და ტრამპის მრჩეველს შორის უსაფრთხოების საკითხებში, დაიგეგმა ეს ვიზიტი და მნიშვნელოვანია, რომ ბოლტონი საქართველოს ეწვევა რუსეთის შემდეგ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მათ დიდი ადგილი უკავიათ და ჩვენ შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორობასა და გამოწვევებზე, რაც არის რეგიონში. ვისაუბრებთ კონფლიქტზე და თავდაცვის გაძლიერებაზე,” – განმარტა ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები