საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა მას შემდეგ, რაც გამოაცხადა რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
„დღეს არის პირველი ოქტომბერი და დღეს არის ბიძინაობა, მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, პირველი ოქტომბერი, 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა.
ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს, ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.