LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი გაბუნიას მონოლოგზე: ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია

608
Untitled (2)

საქართველოს პრეზიდენტი რუსთვი 2-ის პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინისა და მისი გარდაცვლილი მშობლების გინებას გმბობს და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან “ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება”, ან “რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე”.

“პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას. პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!”, – პრეზიდენტის ამ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის გინება პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულ ომად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წამყვანის ქმედებას მოქალაქეები უნდა გაემიჯნონ და პოლიტიკურად საშიშ პროვოკაციად შეაფასონ.

მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. არჩილ თაალაკვაძემ გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კვირის აქცენტების სპეციალურ ეთერში განაცხადა, რომ მომხდარი კატეორიულად დაუშვებელი და მიუღებელია.

ეკა კვესიტაძემ კი ბოდიში მოიხადა.

კვესიტაძე: მე პირადად ვიხდი ბოდიშს გაბუნიას უპასუხისმგებლო ტექსტის გამო

კვესიტაძისთვის გასაკვირია, რომ გაბუნიამ ამ განცხადების ტელეკომპანიის საწინააღმდეგოდ გამოყენების საბაბი მისცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები