სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„ჩვენ უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას.. ძალიან გასაკვირია, რომ ვინმეს სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის.. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და სრულიად საქართველოს“ – სალომე ზურაბიშვილი
გინტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
„ამბობენ, რომ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მანქანა კი ოკუპანტების მიერ სულ დაცხრილულიაო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე
ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, საოკუპაციო ძალები ზურგში ესვრიან? ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება.. ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან“ – თინა ბოკუჩავა