LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

122
8ef65799fac78d8bdab6b302958ecd5c

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო რეჟიმის გამოცხადების თხოვნით მას პრემიერმა დღეს მიმართა:

“საქართველოს პრემიერ- მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მეორე მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g