LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა – შესაბამისი უწყებები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე“ – ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

221
Untitled design (6)

„ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე“, – ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

ძლიერი ქარის შედეგად თბილისში, რამდენიმე ადგილზე ხე წაიქცა

მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ქარმა სამშენებლო ბლოკები გადმოყარა და ავტომობილები დააზიანა

მათივე ცნობით, ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

„თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.

საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თბილისის მერიის განცხადებაძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა…Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Monday, 9 October 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები