LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ მხარესთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, შუამავლების საშუალებით მოგვიწია ურთიერთობა – ანატოლი ბიბილოვი გახელაძის საქმეზე

70
ANATOLI

ქართულ მხარესთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, შუამავლების საშუალებით მოგვიწია ურთიერთობა, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოქალაქე ვადიმ გობოზოვთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, ზაზა გახელაძეში გაიცვალა.

„ეჭვგარეშეა, რომ ქართულ მხარესთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, ურთიერთობა შუამავლების საშუალებით მოგვიწია. მიღებული შედეგისთვის მადლიერი ვარ ღმერთის, ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში, მადლიერი ვარ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის”, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ გუშინდელი განცხადებისგან განსხვავებით, სადაც გობოზოვი „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქედ არის მოხსენებული, სატელევიზიო რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ის ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ელხოტოვოს მკვიდრია.

ზაზა გახელაძის გობოზოვში გაცვლის თაობაზე ინფორმაცია 14 ივლისს ოსურმა მედიამ გაავრცელა. ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ იარსებებს მრავალი ვერსია, რომლის მოსმენაც საჭირო არაა.

„ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ, მაგრამ მე გთხოვთ ყველას, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ და რომ ვერსიებს არ უნდა დავუჯეროთ და ჩვენ შევხედოთ შედეგს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვისაც კი ერთი სიტყვა დაუხარჯია ჩემი შვილის გათავისუფლების საქმეში, ყველას დიდი მადლობა – ზაზა გახელაძის დედა

ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა

ზაზა გახელაძის გათავისუფლება ბიბილოვს რუსეთის პატრიარქმა სთხოვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია

ეს არის ჩვენი მეორედ დაბადება – ზაზა გახელაძის მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები