LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

73
ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

კობახიძე გაუგებრად მიიჩნევს განცხადებებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა, შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან „შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება“.

მისი განცხადებით, აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს

ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმების ერთგულია.