LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ლეგალურად დასაქმებას ისრაელსა და საფრანგეთშიც შეძლებენ

1091
A5CG80 People in the queue for european passport holders at a British airport

საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სიმონიშვილის ინფორმაციით, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაშიისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ.

„გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით, მოლაპარაკებებს იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან. როგორც მოგეხსენებათ, ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან 1 ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.

გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი. ამ სიებს მალე კიდევ ევროპის რამდენიმე წევრი ქვეყანა დაემატება. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ, როგორც კი გახდება დეტალები ცნობილი“, – ამბობს ლევან სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, 11 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები