LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტეზე ხუმრობის გამო ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საყვედური მიიღო, რუსთავი 2 კი ბოდიშს იხდის

69

რელიგიური გრძნობების შელახვის გამო ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საყვედური მიიღო. ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 18 მარტს გადაცემა კურიერი P.S.-ში, იესო ქრისტეზე გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმული მოსაზრებებით, მორწმუნეების რელიგიური გრძნობები შეილახა. დარღვევა არხის ეთიკის კომისიამ დაადგინა. გვარამია ამბობს, რომ მსგავსი ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს.

 

“არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც, უბენურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენ მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენ მიერ ქრისტეს მიმდევრად. შესაბამისად, ამ ადამიანებს, ცხადია არ ვგულისხმობთ. დღეს დილიდან რუსთავი ორის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო და ყველას შევახსენებ, რომ ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება, იგი არის ყველა ქრისტიანული კონფესიის საკუთრება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს” – თქვა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

ნიკა გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, გიორგი გაბუნიას განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, ტელეკომპანია ვერ და არ აიძულებს ჟურნალისტს ბოდიში მოიხადოს:

“საკუთარ პოზიციას იგი დააფიქსირებს,  თუ ამას საჭიროდ ჩართვლის. არხს შეუძლია მხოლოდ საკუთარი სარედაქციო დამოკიდებულება გამოხატოს, თუმცა ის ვერ და არც აიძულებს ჟურნალისტს გამოხატოს საკუთრი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადოს და ა.შ.” – ამბობს გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები