LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე დაბზარული გზა მიმდინარე სამუშაოების დროს ხელოვნურად ჩამოიშალა

150
გზები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე წლის 26 აგვისტოს მიწის მცირე მასა ჩამოიშალა, რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ერთ ზოლში ხორციელდებოდა. დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიღებულ იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაოების დაწყებამდე დღეს დილიდან გაავრცელა.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გზის ნაწილის ჩამოშლა მოხდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის არსებული საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე. ეს მონაკვეთი ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში გადაადგილება დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g