LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში 5 თვის ორსული გრიპის ინფექციით გარდაიცვალა

445
image

ქუთაისის კლინიკაში, ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი 5 თვის ორსული იყო.

გარდაცვლილი ონის მცხოვრებია, რომელიც ვირუსის გართულებული ფორმით ჯერ ადგილობრივ  საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვირუსული ინფექციით გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ კლინიკაში, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე დამატებით კომენტარს ამ დროისათვის ვერ გააკეთებენ.

ახალგაზრდა ქალი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის სალომე გაგუა გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g