დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ პრემიერის ცვლილების საკითხი მმართველ გუნდში არ განიხილება. რაც შეეხება გიორგი გახარიას პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის შესაძლო დანიშვნას, კახა კალაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.
„არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც. ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი და ყოველდღიურად მუშაობენ, რათა უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ შესაძლოა უახლოეს პერიოდში პრემიერის თანამდებობა დატოვოს. არსებობს ვარაუდი, რომ მის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლილუაშვილი დაინიშნება.
გახარია ჟურნალისტებს: “სამთავრობო ცვლილებები ყოველთვის დაუგეგმავად ხდება, რა ვერ დაიმახსოვრეთ?”
დაელოდეთ გაზაფხულს – გახარია სამთავრობო ცვლილებებზე