LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობა?- მაია სიდამონიძე

133
106410045-298284978245195-5318236276376946116-n

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი – მაია სიდამონიძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც საზღვრების არგახსნას ეხება. სიდამონიძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და წერს, რომ არავის აქვს ილუზია ტურისტული მიმოსვლის მალე განახლების. ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე.

„ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ვიდრე ჩვენ? გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. გამოდის ნაკლებად ზრუნავენ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ვიდრე საქართველო.

და ერთ თვეში რა იცვლება, თუ ეხლა არ ვხსნით საზღვრებს? აწი რეალური მოლოდინი რისი უნდა გვქონდეს? არის ეს კითხვები ინდუსტრიაში და ერთმანეთს ვეკითხებით და პასუხიც არავის გააჩნია. დღეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია და მოლოდინი, ინტენსიური კომუნიკაცია და შუამდგომლობა საბანკო სექტორთან სექტემბრიდან სესხების 2021 წლის მაისამდე გადავადების შესახებ. არავის გვაქვს ილუზია რომ ტურისტული მიმოსვლა განახლდება მალე, მაგრამ ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე“, – წერს მაია სიდამონიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები