LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ელით ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსს დაამარცხებენ

431
koronavirusi-w-h

მეცნიერები  საუბრობენ, თუ რა ელით ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსს დაამარცხებენ.

ჰონგკონგელი მკვლევარების თქმით, კორონავირუსის შედეგი ფილტვების დაზიანებაა.

„გამოჯანმრთელების შემდეგ ზოგიერთი პაციენტის  ფილტვების ფუნქცია 20-30 პროცენტით დაიკლებს“, – აცხადებენ მკლევარები.

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კორონავირუსი, როგორც წესი, სასუნთქ გზებს აზიანებს, რის შედეგად პაციენტებს მშრალი ხველა, ქოშინი და ფილტვების ანთება უვითარდებათ.

კორონავირუსის კიდევ ერთი შედეგი ფილტვების ფიბროზია. დროთა განმავლობაში ნაწიბუროვანმა ქსოვილმა შესაძლოა, ფილტვის ნაწილი დააზიანოს. ამის ფონზე სისხლს ჟანგბადი ძნელად მიეწოდება.

სწორედ ამიტომაა, რომ ჰიპოქსემია ქოშინის სახით კვლავ ვლინდება კორონავირუსის დამმარცხებლებში, როდესაც ისინი სპორტით კავდებიან.

მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის დაავადებაგადატანილებს იმუნიტეტი უვითარდებათ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამ დაავადებით მეორედ იშვიათ შემთხვევაში დაინფიცირდებიან.

მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინეთში ვირუსის ასეთი სისწრაფით გავრცელების მიზეზი ჩინელების სუსტი ფილტვებია. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ჩინეთში, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ჰონგკონგის თავზე მტვრის უზარმაზარი ღრუბელი იყო.

კორონავირუსის  გავრცელების დადებით მხარედ სწორედ ამ ღრუბელის გაქრობას ასახელებენ.