LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეემთხვა მარიკო ებრალიძის შვილს: „ბავშვი შოკურ მდგომარეობაში მივიყვანეთ იაშვილის კლინიკაში… იაშვილის კლინიკის ექიმებმა გადამირჩინეს შვილი…“

1878
მარიკო ებრალიძე

მომღერალი მარიკო ებრალიძე ჟურნალ „სარკეს“ უყვება, რა გადაიტან ამისმა ოჯახმა ვაჟის, დემეტრეს ავად გახდომის შემდეგ.

როგორც ის ამბობს, დემეტრეს ჯერ გაციება დაეწყო, შემდეგ კი ჩუტყვავილა დაემართა, რისი გართულების გამოც ის იაშვილის კლინიკაში გდაიყვანეს და 22-დღიანი მკურნალობა დასჭირდა:

„უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ. საბედნიეროდ, თვენახევარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა. დაიწყო მარტივი გაციებით, ვუმკურნალე დადგენილი წესით. დაახლოებით ათი დღის შემდეგ მოუბრძანდა ბატონები, ჩუტყვავილა. იმუნიტეტდაკარგულმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო. ბავშვი შოკურ მდგომარეობაში მივიყვანეთ იაშვილის კლინიკაში. აღმოჩნდა, რომ პლევრაში სითხე იყო ჩამდგარი, რასაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ფილტვის დაზიანება. გაუკეთდა ერთი ოპერაცია, ამოუღეს სითხე, ერთი კვირის შემდეგ საჭირო გახდა მეორე ოპერაცია. 22 დღე გავატარეთ რეანიმაციაში. იაშვილის კლინიკის ექიმებმა გადამირჩინეს შვილი. არც სიტყვები მეყოფა და რაც მთელი სიცოცხლე იმ მადლიერების გამოსახატად, რასაც მათ მიმართ განვიცდი. რაც დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ, რა რთული იყო ბავშვის მდგომარეობა…“

ვიდეო: „პირველ შვილზე ყოველ კვირა ვიყავი პედიატრთან, მეორე შვილი 3 წლისაა და ერთხელ მყავდა“ – მარიკო ებრალიძე საუბრობს რა ხდება მაშინ, როცა ოჯახში მეორე შვილი ჩნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g